ირანის პარლამენტში 1-ელ იანვარს საგანგებო სხდომა გაიმართება. ამის მიზეზი ქვეყენაში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები და არეულობა გახდა. დეპუტატების თქმით, ისინი „მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების გზებზე იმსჯელებენ“.
როგორც ირანის სახელმწიფო სააგენტო იტყობინება, საგანგებო სხდომას მთავრობისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ქალაქ დორუდში არასანქცირებული მიტინგის დროს ორი ადამიანი დაიღუპა.
საპროტესტო აქციები ირანში რამდენიმე დღის წინ, პროდუქტებზე გაზრდილი ფასების გამო დაიწყო და მოგვიანებით სხვა ქალაქებიც მოიცვა. გუშინ ღამით რამდენიმე დემნონსტრაციაზე პოლიციასთან შეტაკება მოხდა.