ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს, ალი ლარიჯანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
ალი ლარიჯანის შესახებ ინფორმაცია ირანის პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე განათავსა.
გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის სპიკერი კარანტინში იმყოფება.
ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ირანში „კოვიდ-19“-ის 50 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, დაიღუპა 3 160 ადამიანი.