ირანის მთავრობა მიიჩნევს, რომ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდება პოლიტიკურ საკითხად არ უნდა იქცეს
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრესსპიკერი ყველა ქვეყანას მოუწოდებს, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხი პოლიტიკურ საკითხად არ აქციონ.
„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ადამიანური საკითხები, კერძოდ კი, ტრაგიკული ინციდენტი, არ გადააქციონ პოლიტიკური ჟესტების საბაბად“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, ირანი თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობს.
მანამდე, ხუთმა ქვეყანამ, რომელთა მოქალაქეებიც სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების დროს დაიღუპნენ, ირანს მოუწოდა, გარდაცვლილთა ოჯახებს კომპენსაცია გადაუხადოს.