ირანის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეები ატარონ
ირანის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეები გაიკეთონ. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.
გასულ კვირაში, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ თუ მოსახლეობა ფიზიკური დისტანციის წესებსა და რეკომენდაციებს არ დაიცავს, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა გარდაუვალი იქნება.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში„ კოვიდ-19“-ით 70 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის 2 043 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საერთო ჯამში, ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“-ის 173 832 დადასტურებული შემთხვევა არის გამოვლენილი, დაღუპულია 8 351 ადამიანი.