ირანის მხრიდან მუქარის ფონზე, აშშ-ის საელჩომ ისრაელში თავის თანამშრომლებს ქალაქებიდან გასვლა შეუზღუდა
ირანის მხრიდან მუქარის ფონზე, აშშ-ის საელჩომ ისრაელში თავის თანამშრომლებს ქალაქებიდან გასვლა შეუზღუდა

ირანის მხრიდან მუქარის ფონზე, აშშ-ის საელჩომ ისრაელში თავის თანამშრომლებს ქალაქებიდან გასვლა შეუზღუდა.

კერძოდ, აშშ-ის საელჩომ დასაქმებულებს თელ ავივის, იერუსალიმისა და ბეერ-შევას ფარგლებს გარეთ გასვლა შეუზღუდა.

„აშშ-ის სამთავრობო პერსონალისთვის ნებადართულია პერსონალური მიზნით ამ სამ რაიონს შორის გადაადგილება“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

აღნიშნული გაფრთხილებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ ირანი ისრაელის მიმართ საჯარო მუქარებს გამოხატავს.

„ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ შეფასებას ადგილზე ვითარებასთან დაკავშირებით. მე ვერ ვისაუბრებ კონკრეტულ შეფასებაზე, რამაც გვაიძულა, შეგვეზღუდა ჩვენი თანამშრომლობის პირადი მიმოსვლა, თუმცა ჩვენ თვალს ვადევნებთ ახლო აღმოსავლეთში და, განსაკუთრებით, ისრაელში საფრთხის შემცველ გარემოს“, – განაცხადა მილერმა.