ირანის მხრიდან ისრაელზე საჰაერო თავდასხმის გამო იორდანიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ირანის მხრიდან ისრაელზე საჰაერო თავდასხმის გამო იორდანიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას სახელმწიფო მედია Al Mamlaka news-ი ავრცელებს.
მიზეზი ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები გახდა.
ამასთან, დღეს იორდანიამ განაცხადა, რომ დროებით ხურავს თავის საჰაერო სივრცეს ყველა შემომავალი, გამავალი და ტრანზიტული თვითმფრინავისთვის და თქვა, რომ სიტუაციის განახლება განიხილება განვითარებული მოვლენების შესაბამისად.
ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ისრაელამდე მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება. მოგვიანებით ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების მეორე ტალღა გაუშვა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ გაუშვეს.