ირანის კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნები 50 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს
ირანის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ მოხბერი შეასრულებს. ამისთვის ირანის სულიერი ლიდერის თანხმობაც არის საჭირო.
მოჰამედ მოხბერი პირველ ვიცე-პრეზიდენტად 2021 წლის არჩევნების შემდეგ აირჩიეს, როდესაც ებრაჰიმ რაისი ხელისუფლებაში მოვიდა. 68 წლის დიპლომატს ახლო კავშირი აქვს უზენაეს ლიდერთან, ალი ხამენეისთან.
მოჰამედ მოხბერის მონაწილეობით, სამკაციანი საბჭო, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე, ღალიბაფი და სასამართლოს თავმჯდომარე, მოჰსენი-ეჯეი, დაახლოებით, 50 დღეში ახალი არჩევნების ორგანიზებას უზრუნველყოფენ.
დასავლური მედიის ინფორმაციით, მოხბერი მოსკოვს ეწვია ოქტომბერში, როდესაც ირანი დათანხმდა რუსეთისთვის რაკეტების და მეტი უპილოტო აპარატების მიწოდებას. 2010 წელს ევროკავშირმა მოჰამედ მოხბერი შეიყვანა იმ პირთა და ერთეულთა სიაში, რომლებზეც სანქციები დაწესდა „ბირთვული ან ბალისტიკური რაკეტების საქმიანობაში“ სავარაუდო მონაწილეობის გამო. ორი წლის შემდეგ მას შეზღუდვები მოუხსნეს.
იბრაჰიმ რაისი არის ირანის მეორე პრეზიდენტი, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის დროს დაიღუპა. ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი პირველი პრეზიდენტი, მოჰამედ-ალი რაჯაი 1981 წელს მოკლეს. ახლა კონსტიტუციის მცველთა საბჭო გადაწყვეტს, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.