ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, აშშ ირანულ ნავთობზე დაწესებული სანქციების მოხსნას დათანხმდა
ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, აშშ ირანულ ნავთობზე დაწესებული სანქციების მოხსნას დათანხმდა.
ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაჰმუდ ვაეზის განცხადებით, ვენაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, აშშ ირანის წინააღმდეგ ათასზე მეტ სანქციას მოხსნის. სანქციების მოხსნა ასევე შეეხება სადაზღვევო სფეროს, ბანკებს და ზღვაოსნობას. თეირანში აცხადებენ, რომ ასევე მოიხსნება რამდენიმე პერსონალური სანქცია, მათ შორის სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.
ირანის ბირთვული შეთანხმების აღდგენის მიზნით, ავსტრიის დედაქალაქში ირანს და საერთაშორისო ხუთეულს (ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი, რუსეთი) შორის მოლაპარაკებები აპრილის შემდეგ მიმდინარეობს. სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, ირანმა ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.