ირანის ხელისუფლებამ გასული წლის მასშტაბურ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებული სამი მამაკაცი სიკვდილით დასაჯა
ირანის ხელისუფლებამ გასული წლის მასშტაბურ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებული სამი მამაკაცი სიკვდილით დასაჯა.
სამივე მათგანი მსჯავრდებული იყო გასული წლის ნოემბერში სავარაუდო შეიარაღებულ თავდასხმაში, რასაც უსაფრთხოების ძალების სამი წევრი ემსხვერპლა.
უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ცნობით, სამივე მათგანის პროცესი უსამართლოდ ჩატარდა და ისინი, სავარაუდოდ, წამების მსხვერპლნი გახდნენ.
დეკემბრის შემდეგ ირანში საპროტესტო აქციების უკვე შვიდი მონაწილე დასაჯეს სიკვდილით.
ირანში მასობრივი საპორტესტო გამოსვლები გასული წლის სექტემბერში დაიწყო. დემონსტრაციების მიზეზი ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქურთი ქალის გარდაცვალება გახდა.