ირანის ხელისუფლება - 10 დღეში კორონავირუსზე ყველა მოქალაქეს შევამოწმებთ
ირანის ხელისუფლება - 10 დღეში კორონავირუსზე ყველა მოქალაქეს შევამოწმებთ

ირანის ხელისუფლება მომდევნო 10 დღეში კორონავირუსზე ყველა მოქალაქის შემოწმებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ხამენეიმ მოუწოდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა არმიას, კორონავირუსთან ბრძოლას სათავეში ჩაუდგეს.

ამის შემდეგ საგანგებო თათბირი გამართა ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, მოჰამედ ბაღერიმ, რომელმაც უსაფრთხოების სამსახურს უბრძანა, ირანის ყველა ქალაქის ქუჩებში მოქალაქეების გადაადგილება აიკრძალოს.

„მომდევნო 10 დღეში კორონავირუსზე ყველა მოქალაქეს შევამოწმებთ. ზოგს ინტერნეტით, ზოგს ტელეფონით. თუ საჭიროა, პირადად. ისინი, ვინც სავარაუდოდ ინფიცირებულები არიან, გამოვლინდებიან“, – განაცხადა გენერალმა.

ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 85 ადამიანი ემსხვერპლა.