ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ყუმში მცხოვრებლებს მოუწოდებს, რელიგიურ ღონისძიებებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ
ირანის ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყუმში მცხოვრებ მოსახლეობას, რელიგიურ ღონისძიებებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ. ამის მიზეზი ქვეყანაში დაფიქსირებული კორონავირუსია.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაცით, ირანში კიდევ სამ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსი ქალაქ ყუმში ორ ადამიანს დაუდასტურდა. ერთი შემთხვევა დაფიქსირდა არაკში.
არც ერთ ადამიანი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, ბოლო დროის განმავლობაში ჩინეთში ნამყოფი არ არის. ჯანდაცვის სამინისტრო მოკვლევას ატარებს.