ირანის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას „კოვიდ-19“-ის მოსალოდნელი მეოთხე ტალღის შესახებ აფრთხილებს
ირანის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას „კოვიდ-19“-ის მოსალოდნელი მეოთხე ტალღის შესახებ აფრთხილებს

ირანის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას „კოვიდ-19“-ის მოსალოდნელი მეოთხე ტალღის შესახებ აფრთხილებს. ინფორმაციას სიენენი ავრცელებს.

გასული 24 საათის განმავლობაში ირანში „კოვიდ-19“-ის 6 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 70 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 3 932 პაციენტი მკურნალობს.

ირანში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კვლავ ძალაშია.