ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ვენაში 29 ნოემბრიდან განახლდება
ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ვენაში 29 ნოემბრიდან განახლდება. აღნიშნულის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალი ბაღერიმ განაცხადა, რომელიც მოლაპარაკებებში თეირანის მთავარი წარმომადგენელია.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მოლაპარაკებები ვენაში აპრილში ირანში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გამო შეწყდა.
ვაშინგტონში იმედს გამოთქვამენ, რომ ირანი მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი რობერტ მალი გაუძღვება ამერიკის დელეგაციას ვენაში.
ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებში, შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნებისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხების განხილვაა დაგეგმილი.