ირანი სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების წინააღმდეგ გამოდის. ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ირანის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალური თეირანი დაუშვებლად მიიჩნევს სირიაში თურქეთის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებას, რასაც დიდი მატერიალური და ადამიანური ზარალი მოჰყვება.
შეგახსენებთ, თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ანკარა სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაციის დასაწყებად ემზადება. თურქეთი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში „უსაფრთხოების ზონის“ შექმნას გეგმავს, სადაც ორ მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილის დაბრუნებას აპირებს.