ირანი საკუთარი საჰაერო ძალებისთვის საბრძოლო თვითმფრინავის წარმოებას იწყებს
ირანი საკუთარი სამხედრო საჰაერო ძალებისთვის საბრძოლო თვითმფრინავის წარმოებას იწყებს, – ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზია იუწყება.
როგორც ცნობილია, ავიაგამანადგურებელ Kowsar-ს სხვადასხვა იარაღის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებენ. ამასთან ერთად, საბრძოლო თვითმფრინავი ლოკალურ მისიებში მიიღებს მონაწილეობას.
ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ Kowsar-ი მთლიანად ადგილობრივი წარმოებით შეიქმნება. თუმცა სამხედრო ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი ირანული საბრძოლო თვითმფრინავი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოებული პირველი F-5-ის ანალოგია.