ირანი საკუთარი რეაქტორებისთვის 20%-იანი სისუფთავის ბირთვული საწვავის შესაქმნელად პირველ ნაბიჯებს დგამს
ირანი საკუთარი რეაქტორებისთვის 20%-იანი სისუფთავის ბირთვული საწვავის შესაქმნელად პირველ ნაბიჯებს დგამს

ირანი საკუთარი რეაქტორებისთვის 20%-იანი სისუფთავის ბირთვული საწვავის შესაქმნელად პირველ ნაბიჯებს დგამს – ამის შესახებ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. ალი აკბარ სალეჰის თქმით, ირანმა სხვა სახელმწიფოების მიერ შექმნილი დიზაინების გამოყენების და ინჟინერიის ცვლილების ნაცვლად, ბირთვულ მეცნიერებასა და ინდუსტრიაში პროგრესს მიაღწია და საკუთარი საწვავის შექმნას გეგმავს.

სალეჰის თქმით, თეირანის რეაქტორი ძველ საწვავზე მუშაობს, ახალი საწვავი კი ეფექტურობას გააუმჯობესებს. ბირთვული შეთანხმების თანახმად, ირანს 300 კილოგრამამდე ურანის ფლობა შეუძლია.