ირანი ომანის სანაპიროსთან ნავთობმზიდზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმაში ბრალდებას უარყოფს
ირანი ომანის სანაპიროსთან ნავთობმზიდზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმაში ბრალდებას უარყოფს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საიდ ხათიბზადემ განაცხადა.
ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ისრაელის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ ამგვარი ბრალდებები თეირანის მისამართით ახალი არ არის.
ნავთობტანკერზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 30 აგვისტოს გავრცელდა. ხომალდი MT Mercer Street იაპონურ კომპანიას ეკუთვნის, თუმცა მის ექსპლუატაციას ისრაელელი მილიარდერის ეიალ ოფერის ოჯახის კუთვნილი კომპანია „ზოდიაქ მერითაიმი“ ახორციელებს. ტანზანიიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით მცურავ ხომალდზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ტანკერის ეკიპაჟის ორი წევრი- რუმინეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. თავდასხმის დეტალები უცნობია.