ირანი მოუწოდებს თურქეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ოპერაცია აფრინში
ირანი მოუწოდებს თურქეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ოპერაცია აფრინში

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოუწოდა ანკარას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია სირიაში. ბაჰრამ ქასემის თქმით, თურქეთმა კონსტრუქციული როლი უნდა ითამაშოს სირიის კონფლიქტის დარეგულირებაში.

„ირანის რესპუბლიკა ყურადღებით ადევნებს თვალყურს აფრინში მიმდინარე მოვლენებს და იმედოვნებს, რომ სამხედრო ოპერაცია დაუყოვნებლივ შეწყდება“, – მოჰყავს ქასემის ციტატა გაზეთ Al-Araby Al-Jadeed-ს.

მანამდე, თურქეთის მიერ სირიელი ქურთების წინააღმდეგ სირიის ტერიტორიაზე დაწყებული ოპერაცია გააკრიტიკა ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. უწყებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული ქმედება სირიის სუვერენიტეტის დარღვევას წარმოადგენს.