ირანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს დაუყონებლივ დანიშვნას ითხოვს მას შემდეგ, რაც ისრაელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა მოკლეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
საბჭოს 15 წევრისადმი გაგზავნილ წერილში, გაერო-ში ირანის ელჩი ამირ ირავანი აღნიშნავს, რომ თეირანი არ მოითმენს „ნებისმიერ თავდასხმას თავისი ქვეყნის დიპლომატიურ შენობებსა და წარმომადგენლებზე“.
„ირანი არ დააყოვნებს, გამოიყენოს თავისი უფლებები, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობითაა გათვალისწინებული და მიიღოს ყველა ზომა ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად“, – აღნიშნა ამირ ირივანმა.
ამასთან, გაერო-ში ირანის ელჩმა მოუწოდა უშიშროების საბჭოს, გაატაროს „გადამყვეტი ქმედებები“ ისრაელის წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილონ რეგიონის ჩაბმა სრულმასშტაბიან ომში.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ირანი „ჰეზბოლას“ მხარს წლების განმავლობაში უჭერს, როგორც ფინანსურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით.