ირანი და „ჰეზბოლა“ გმობენ იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტზე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს
ირანი და „ჰეზბოლა“ გმობენ იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტზე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს

ირანი და „ჰეზბოლა“ გმობენ იემენში, ჰუსიტების ობიექტზე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იემენზე თავდასხმებს „იემენის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევა“ უწოდა. ამასთან, სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ თავდასხმებს მხოლოდ რეგიონში არასტაბილურობის გაღვივების შედეგის მოტანა შეუძლია.

პარალელურად, ლიბანში ირანის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ეს თავდასხმები ადასტურებს აშშ-ის მხრიდან ღაზაში განხორციელებული ქმედებების პარტნიორობას.

აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელეს. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ დარტყმები თვითმფრინავებიდან, გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან მოხდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა კი აღნიშნა, რომ დარტყმები იყო „აუცილებელი და პროპორციული“.