ირანი ბირთვულ შეთანხმებას ტოვებს. ქვეყნის მთავრობაში ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა.
„რეიტერის“ ინფორმაციით, ირანი გააგრძელებს ატომური ენერგიის სააგენტოსთან მუშაობას და მზადაა ვალდებულებების შესრულებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ირანზე დაწესებული სანქციები გაუქმდება.
ამასთან, ბირთვული შეთანხმება 2019 წლის მაისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დატოვა.
აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერაყში აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის დროს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს.