ირანი აშშ-ს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს
ირანი აშშ-ს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს

გაერო-ში ირანის წარმომადგენელმა საერთაშორისო ორგანიზაციას წერილი გაუგზავნა, სადაც ამბობს, რომ აშშ-ს ირანის საქმეებში ჩარევის გამოცდილება აქვს.

ირანელი დიპლომატის აზრით, აშშ-ის მთავრობამ სოციალურ ქსელებში გავრცელებული შეტყობინებებით ირანელი ხალხი წაახალისა ჩართულიყვნენ არეულობაში, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

ირანის მოვლენებს ეხმაურება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი.

მაიკ პენსი ამბობს, რომ ვაშინგტონი ირანელ ხალხს მხოლოდ სიტყვით არ დაეხმარება და როდესაც ირანელები ცვლილებებს მოახდენენ, აშშ-სთან ერთად მთელი მსოფლიო მათ გვერდით იქნება.

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ქვეყანაში ამბოხის ჩახშობის შესახებ აცხადებს.

ირანელი სამხედროების განცხადებით, მტერი დამარცხდა და გეგმა ვერ განახორციელა.