ირანი აშშ-ს აფრთხილებს, რომ ისრაელის საპასუხო ქმედებებში არ ჩაერიოს
ჩვენ არ მიგვიწოდებია ინფორმაცია აშშ-სთვის თავდასხმამდე, მაგრამ ჩვენ ვაფრთხილებთ ახლა, რომ საპასუხო ქმედებებში არ ჩაერიონ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
„თავდასხმამდე ინფორმაციის გაცვლა არ მომხდარა, ირანი აშშ-ს თავდასხმის შემდეგ დაუკავშირდა. ჩვენ გავაფრთხილეთ აშშ-ის ძალები, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჩაერიონ“, – განაცხადა არაღჩიმ სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს.
ცნობისთვის, ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ისრაელის თავდაცვის ძალების პირველადი შეფასებით კი, ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაუშვა.