ირანელი სასულიერო პირი - თუ აშშ-ი ირანს თავს დაესხმება, თეირანის სამიზნე აშშ-სთან ერთად, მისი მოკავშირე ისრაელიც გახდება
თუ აშშ-ი ირანს თავს დაესხმება, თეირანის სამიზნე აშშ-სთან ერთად, მისი მოკავშირე ისრაელიც გახდება, – ამის შესახებ ირანელმა სასულიერო პირმა, აჰმად ხატამიმ განაცხადა.
ხატამის თქმით, აშშ-ის მხრიდან პირდაპირი დიალოგის შეთავაზება მიუღებელია, რადგან ვაშინგტონს სურს, რომ თეირანმა სარაკეტო პროგრამაზე და რეგიონულ გავლენაზე უარი თქვას.
„ამერიკელები ამბობენ, რომ მოლაპარაკებებში მათ პოზიციას უნდა დათანხმდე. ეს მოლაპარაკებები არ არის, ეს დიქტატურაა. ისლამური რესპუბლიკა და ირანელი ხალხი დიქტატურას წინ აღუდგება“, – აღნიშნა ირანელმა სასულიერო პირმა.
აშშ-მა ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმება დატოვა და თეირანს ახალი სანქციები დაუწესა.