ირანელი მაღალჩინოსანი - სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ძალები სამიზნეა და არა საფრთხე
სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ძალები სამიზნეა და არა საფრთხე, – ამის შესახებ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაურმა, ამირ ალი ჰაჯიზადემ განაცხადა.
ამირ ალი ჰაჯიზადეს თქმით, ავიამზიდი, რომელზეც 50 თვითმფრინავი და 6 000 სამხედროა ბაზირებული, ირანისთვის წარსულში სერიოზულ საფრთხედ მიიჩნეოდა, თუმცა საფრთხე შესაძლებლობებად გარდაიქმნა.
„თუ ამერიკელები ნაბიჯს გადადგამენ, ჩვენ მათ თავში ჩავარტყამთ“, – აღნიშნა ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.
აშშ-მა სპარსეთის ყურში ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ და „ბი 52“-ის ტიპის ბომბდამშენები გაგზავნა. ვაშინგტონში ამტკიცებენ, რომ ირანისგან ამერიკელი სამხედროების მიმართ საფრთხე იზრდება. თეირანში ამბობენ, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ის ყოფნამ დასასრულს მიღწია და სამხედრო ძალებმა რეგიონი უნდა დატოვონ.