სპარსეთის ყურეში ირანის სამხედრო გემი ჩაიძირა, ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა
სპარსეთის ყურეში ირანის სამხედრო გემი ჩაიძირა, ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა

სპარსეთის ყურეში ირანის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გემი ჩაიძირა. ინფორმაციას სააგენტო „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, გემის ჩაძირვის მიზეზი ხანძრის გაჩენა გახდა, რომლის ჩაქრობას მეხანძრეები ოცი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. გემი სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ჰორმუზის სრუტეში ჩაიძირა.

ირანის შეიარაღებული ძალების ოფიციალური პირის განცხადებით, გემზე ეკიპაჟის 400 წევრი იმყოფებოდა, რომელთა ევაკუაცია დროულად განხორციელდა და მხოლოდ რამდენიმეს აღენიშნება მსუბუქი დამწვრობები.

სამხედრო გემი The Kharg დიდ ბრიტანეთში შეიქმნა 1979 წელს და ირანის სამხედრო საზღვაო ძალებს 1984 წელს შეუერთდა.