სპარსეთის ყურის სახელწოდებასთან დაკავშირებით ირანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გადასცა
სპარსეთის ყურის სახელწოდებასთან დაკავშირებით ირანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გადასცა

სპარსეთის ყურის სახელწოდებასთან დაკავშირებით ირანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გადასცა.

ირანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საიდ ხატიბზადემ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ არაბულენოვან გვერდზე სპარსეთის ყურე არაბულ ყურედ არის მოხსენებული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის საპროტესტო ნოტა ირანის საელჩომ წარადგინა.