ამერიკულმა ხომალდმა სპარსეთის ყურეში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა მას შემდეგ, რაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამი გემი მიუახლოვდა
ამერიკულმა ხომალდმა სპარსეთის ყურეში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა მას შემდეგ, რაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამი გემი მიუახლოვდა

ამერიკულმა ხომალდმა სპარსეთის ყურეში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა მას შემდეგ, რაც მას და კიდევ ერთ ამერიკულ საპატრულო ნავს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამი გემი მიუახლოვდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აშშ-ის ეკიპაჟებმა რამდენიმე გაფრთხილება გასცეს რადიოკავშირისა და ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობებით, თუმცა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხომალდებმა გააგრძელეს თავიანთი მანევრები ახალო მანძილზე. ამის შემდეგ ეკიპაჟმა რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხომალდები გავიდნენ უსაფრთხო დისტანციაზე აშშ-ის გემებიდან“, – აღნიშნავენ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში.

ამასთან, აშშ-ის საზღვაო ძალების გენერალი კენეთ მაკკენზი ამბობს, რომ აღნიშნული ტიპის ქმედებები ხშირად მართულია არა ირანის ცენტრალური ხელისუფლების, არამედ ადგილზე მყოფი მეთაურებისგან.