ირანელი კიანუშ როსტამი მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად ოლიმპიურ ოქროს მედალს გაყიდის
ირანელი ძალოსანი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოს რეკორდსმენი კიანუშ როსტამი მიწისძვრით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად საკუთარ ოლიმპიურ ოქროს მედალს გაყიდის. ინფორმაცია სპორტსმენმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და განაცხადა რომ, მის მიერ მოპოვებული ოქროს მედალი მის სამშობლოს ეკუთვნის.
„ოლიმპიურ ოქროს მედალს ჩემს სამშობლოს ვუბრუნებ. მე ის ჩემი ხალხისთვის მოვიპოვე და ახლა მათ ის ჩემზე მეტად სჭირდებათ. მე მას აუქციონზე გავყიდი და შემოსული თანხით მიწისძვრით დაზარალებულ ხალხს დავეხმარები“ – წერს როსტამი.
ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დაახლოებით 30 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, ხოლო 2 სოფელი სრულიად განადგურდა.