ირანელ სასულიერო პირს, გერმანიაში მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო, ქვეყნის დატოვება მოუხდა
მაღალი რანგის ირანელ სასულიერო პირს, გერმანიაში მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო, ქვეყნის დატოვება მოუხდა. მას ბრალად კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული დასდეს, რის გამოც სასამართლო სისტემის ყოფილ ხელმძღვანელს ჰანოვერის კლინიკის დატოვება დროზე ადრე მოუწია. ამის შესახებ ცნობას გერმანელი ოფიციალური პირები ავრცელებენ.
აიათოლა მაჰმუდ ჰაშემი შაჰროუდი გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა, როცა აქტივისტებმა მისი პროკურატურისთვის გადაცემა მოინდომეს. მიზეზი, მათი თქმით, მაჰმუდ ჰაშემის მიერ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენებია.
ირანის წინააღმდეგობის მოძრაობის ეროვნულმა საბჭომ, რომელიც ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს, განაცხადა, რომ პოსტზე ყოფნის განმავლობაში ჰაშემმა ათასობით სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა, რაც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად უნდა განიხილოს და გერმანიის პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდა.