ირან-ერაყის საზღვართან 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ირან-ერაყის საზღვართან 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ირან-ერაყის საზღვართან. ბიძგები თურქეთის ტერიტორიაზეც იგრძნობოდა.

ამერიკის გეოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, რყევები იგრძნობოდა ქუვეითსა და გაერთიანებულ საამიროებშიც.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.