ირაკლი ზარქუა - საქართველოს ბიუჯეტი გამჭვირვალობით პირველ ადგილზეა, როგორ შეიძლება, ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს იმ ქვეყანასთან, რომელსაც ასეთი გამჭვირვალე ბიუჯეტი აქვს?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო გამჭვირვალე ქვეყნების რიგში უკვე მეორედ იკავებს პირველ ადგილს.
ზარქუას შეფასებით, არ შეიძლება, ვინმეს მხრიდან პრეტენზიები არსებობდეს იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც ასეთი გამჭვირვალე ბიუჯეტი აქვს.
„როგორ შეიძლება, საქართველოს წინააღმდეგ ვინმეს სიტყვა მოუბრუნდეს ან რამეში დაადანაშაულოს? უკვე მეორედ, 125 ქვეყანას შორის საქართველოს ბიუჯეტი გამჭვირვალობით პირველ ადგილზეა. როგორ შეიძლება, ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს იმ ქვეყანასთან, რომელსაც ასეთი გამჭვირვალე ბიუჯეტი აქვს? რანაირად შეუძლიათ, ენა მოუტრიალდეთ? ვინ მიანიჭა სტატუსი? მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის ექსპერტებმა. ვამაყობ შედეგით, რადგან ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ყველაფერს გამჭვირვალედ ვაკეთებთ. გამჭვირვალობაა ევროპა, დაფარულობა – რუსეთი. იმედია, ამაში ევროპაც მხარს დაგვიჭერს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ფინანსთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის კვლავ პირველ ადგილს იკავებს.