ირაკლი ზარქუა - სამადაშვილი ახლა ვითომ „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნა, ახლა არ მოსწონთ ხაბე? ხაბე მებრძოლი ბიჭია, ყველას სჯობს, მაგ ხელმოცარულს მაინც
სალომე სამადაშვილი ახლა ვითომ „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნა და ხაბე რა შუაშია, ახლა არ მოსწონთ ხაბე? ხაბე მებრძოლი ბიჭია, ყველას სჯობს, მაგ ხელმოცარულს მაინც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ ლევან ხაბეიშვილზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
ზარქუას თქმით, სალომე სამადაშვილი ხელმოცარული დიპლომატია.
„„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაშლის პირას არიან, სალომე სამადაშვილი „ნაცმოძრაობას“ რაც არ უნდა გაემიჯნოს, ყოველთვის გვემახსოვრება, რომ ის იყო „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ოღონდ ხელმოცარული დიპლომატი.ასე რატომ ვუწოდებ? 2008 წელს, როცა რუსეთი თავს დაგვესხა, ევროკავშირში საქართველოს ელჩი იყო და რუსეთის წინააღმდეგ სანქცია ერთ სახელმწიფოს ვერ დაადებინა და ახლა დღეს თავგამოდებით უკრაინელები გახდნენ. ეს არის ამათი კომპეტენცია. ახლა ვითომ „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნა და ხაბე რა შუაშია, ახლა არ მოსწონთ ხაბე? ხაბე მებრძოლი ბიჭია, ყველას სჯობს, მაგ ხელმოცარულს მაინც. იმ სამს სჯერა, რომ პარტიაში იმპერატორები არიან. ახლა ხაბე არ მოსწონთ, არაფერიც, ხაბე იმსახურებს „ნაცმოძრაობას“ და „ნაცმოძრაობა“ – ხაბეს“, – განაცხადა ზარქუამ.
„ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ „„ნაციონალური მოძრაობა“ მთლიანად დგას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ხმებზე. თუ ამას არ ეთანხმება ანი წითლიძე და მიაჩნია, რომ მას და ხაბეიშვილს მხარს უჭერს გამოკითხულთა 14 პროცენტი, შეუძლია, ეს აჩვენოს“.