ირაკლი ზარქუა - რაღაც არ ჩანან კაპიტანი გიგაური და მისი მოძმენი, მდიდარი ორგანიზაციები, გადამალეს თუ ამ პროცესს თავად მართავენ
ოპოზიციას კანონპროექტების საწინააღმდეგოდ ერთი არგუმენტი არ აქვს. მათ აღიარეს, რომ ეს არის ამერიკული კანონი და ერთი-ერთშია ნათარგმნი. სათაურია პრობლემა? ვიმსჯელოთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განუცხადა.
ზარქუას თქმით, საქართველოს არჩევანი გაკეთებული აქვს და ევროპულ კურსზე ჩანაწერი კონსტიტუციაშია.
„ჩემთვის გაუგებარია ეს ემოცია. რაღაც არ ჩანან კაპიტანი გიგაური და მისი მოძმენი, მდიდარი ორგანიზაციები. გადამალეს თუ ამ პროცესს თავად მართავენ? სად არის კაპიტანი გიგაური, რატომ არ გამოდის? ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენაძენია ღიაობა და გამჭვირვალობა. საუბარი იყო, რომ მეორე მოსმენის დროს იქნებ სათაური გადაიხედოს. მაშინ რა არის პრობლემა? დაფინანსება გამჭვირვალე არ უნდა იყოს? მგონია, რომ აქ სულ სხვა პრობლემაა – გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც ფინანსდებიან რევოლუციური სცენარებით, ამის ღიაობა და გამჭვირვალეობა არ უნდათ. საქართველოს არჩევანი გაკეთებული აქვს და ევროპულ კურსზე ჩანაწერი კონსტიტუციაშია. „ნაციონალების“ რადიკალებმა რუსებს გადააბარეს სტრატეგიული ობიექტები, ბიზნესები და სოფლები და ქართველ ბიჭებს დააბრალეს ომის დაწყება. ასეთი უსამშობლო ხალხისგან პატრიოტულ სულისკვეთებას მიიღებთ?“ – განაცხადა ზარქუამ.