ირაკლი ზარქუა - პრეზიდენტის წარმომადგენელი რომ დადის პარლამენტში, რა ქნას, არ აქვს არგუმენტები, ამიტომ დავარქვით „იმიტომ“, დღეს გადავლახავთ ვეტოს
პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსს“ ვეტო დაადო, თუმცა ამის მიზეზი ვერ გავიგეთ. იმ კაცს რომ აგზავნის ხოლმე, მსხვერპლი რომ დადის, პრეზიდენტის წარმომადგენელი პარლამენტში, იმანაც რა ქნას, არ აქვს არგუმენტები და იძახის, „რატომ?“, „იმიტომ“. ჰოდა, „იმიტომ“ დავარქვით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა მოხდება.
„ბუნებრივია, ჩვენ დღეს ვეტოს გადავლახავთ, რადგან პრეზიდენტის მხრიდან არცერთი სამართლებრივი არგუმენტი არ არის წარმოდგენილი, თუ რატომ დაადო ვეტო იმავე საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით. ცესკო-ში ცხრა პარტიაა, რომელთაგან ჩვენ ერთი ხმა გვაქვს, დანარჩენი სხვა პარტიებია. რა არ მოგწონთ? ელექტრონული, ღია და გამჭვირვალეა, რაც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გვირჩიეს, ის დავნერგეთ. ჰოდა, მგონი, ქალბატონი პრეზიდენტი ვეტოს რომ დაადებს, ეტყობა, სიამოვნებს თუ რა ჯანდაბაა, ვერ გავიგე. არგუმენტი არ აქვს და, შესაბამისად, უკვე სერიოზულად არც განვიხილავთ, რომ პრეზიდენტი ამ თემას რამე არგუმენტით წარმოადგენს. უბრალოდ „ხოში“ აქვს და ვეტოს ადებს. შესაბამისად, დღეს საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს გადალახავს“, – განაცხადა ზარქუამ.