ირაკლი ზარქუა - პრეზიდენტი ორი დღეა, გვევაჭრება, უნდა, რაღაც შოუ დადგას, ჯერ 21-კაციანი სია გადმოაგზავნა, შემდეგ მეზობლების, მეგობრების მოწვევა უნდოდა, ვერ გაიაზრა, რომ ეს პარლამენტია
ირაკლი ზარქუა - პრეზიდენტი ორი დღეა, გვევაჭრება, უნდა, რაღაც შოუ დადგას, ჯერ 21-კაციანი სია გადმოაგზავნა, შემდეგ მეზობლების, მეგობრების მოწვევა უნდოდა, ვერ გაიაზრა, რომ ეს პარლამენტია

პრეზიდენტი ორი დღეა, გვევაჭრება, უნდა, რაღაც შოუ დადგას. ჯერ 21-კაციანი სია გადმოაგზავნა, შემდეგ უნდოდა, მოეწვია მეზობლები, მეგობრები, ვერ გაიაზრა, რომ ეს პარლამენტია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ამ შოუში მონაწილეობას არ მიიღებენ“.

„პრეზიდენტი ორი დღეა, გვევაჭრება, ჯერ სტაფის 21-კაციანი სია გადმოაგზავნა, შემდეგ უნდოდა, მოეწვია დიპლომატებიც, მეზობლები, მეგობრები. ვერ გაიაზრა, რომ ეს პარლამენტია. შეუძლია, ვინც უნდა, ის მიიწვიოს პრეზიდენტის სასახლეში. ჩვენ კეთილი ნება გამოვხატეთ და ვთქვით, რომ მას თუ აქვს სურვილი, მოვიდეს, დაესწროს. შეგვეძლო, არ მოგვეწვია. ორი დღეა, გვევაჭრება, უნდა, რაღაც შოუ დადგას. ოპოზიციას მიმართა, გარეთ დამელოდეთო, სასწაულია, საგიჟეთში ვცხოვრობთ. ასე თუ უნდოდა, სიტყვით გამოსულიყო და თავი დაეცვა, საკონსტიტუციო სასამართლოში მისულიყო, საქართველოში იმყოფებოდა. ის არ იკადრა და ახლა პარლამენტში უნდა, ადვოკატებით მოვიდეს. ჩვენ ამ შოუში მონაწილეობას არ მივიღებთ. იმპიჩმენტი ერთ-ერთი რიგითი საკითხია, სადაც კიდევ ერთხელ აეხსნება პრეზიდენტს თავისი მოვალეობები და უფლებამოსილებები. კიდევ ერთხელ შევეცდებით, ავუხსნათ, რა სტატუსი აქვს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია დიპლომატიური კორპუსისა და სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები.