ირაკლი ზარქუა - ოპოზიციის ბოლო აქციაზე ე.წ. ლიდერები და ჟურნალისტები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე მხარდამჭერები
ირაკლი ზარქუა - ოპოზიციის ბოლო აქციაზე ე.წ. ლიდერები და ჟურნალისტები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე მხარდამჭერები

ოპოზიციის ბოლო აქციაზე ე.წ. ლიდერები და ჟურნალისტები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე მხარდამჭერები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებს კარგავს.

„შარლ მიშელი საქართველოდან გაფრენილი არ იყო, როცა ოპოზიციურმა პარტიებმა იმავე ღამეს საპროტესტო აქციები მოაწყვეს. სენატორებმა თქვეს, რომ ოპოზიციის ადგილი პარლამენტშია და თუ აქციები, ქაოსი და რევოლუციური სცენარები გაგრძელდება, ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. ოპოზიციამ საპროტესტო აქცია ორი თვის შემდეგ, მაისში დააანონსა. არ ვიცი, ასეთი სენსაცია თუ მოიძებნება. „ენდიაის“ კვლევები რომ უყვართ, იქ შავით თეთრზე წერია, რომ მოსახლეობას გამოწვევად მიაჩნია ოკუპაცია, ეკონომიკა, ვაქცინაცია, დასაქმება. ოპოზიცია მხარდამჭერებსაც კარგავს. ხომ ვნახეთ, ბოლო აქციაზე ოპოზიციის ე.წ. ლიდერები და ჟურნალისტები უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე მხარდამჭერები“, – განაცხადა ზარქუამ.