ირაკლი ზარქუა - ოპოზიციამ რა სამუშაო გასწია რეკომენდაციების შესასრულებლად? ფანჩატურიდან ჩემი შალიკო უფრო მონდომებული იყო და შემოგვძახებდა ხოლმე, ვიდრე ეს ხელმოცარულები
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა იმედოვნებს, რომ საქართველო დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
მისივე თქმით, რეკომენდაციებზე მუშაობა გრძელდება და ევროკომისიას ამ კუთხით საფუძველი არ ექნება, რომ სტატუსის მონიჭებაზე უარი განაცხადოს.
„ველოდებით, რომ ევროკომისია საქართველოსთან მიმართებით ახლა მაინც მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და შეცდომას არ დაუშვებს. თვის ბოლომდე 12 რეკომენდაცია იქნება შესრულებული. ევროკომისიას არანაირი საფუძველი არ ექნება, საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი ეთქვას. მოლოდინი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს ქვეყანა სტატუსს დამსახურებულად მიიღებს და ევროკომისია იმავე შეცდომას არ გაიმეორებს, რასაც, სხვათა შორის, თავადაც აღიარებს. საქართველო შესრულებული სამუშაოთი მოწინავეა.
ოპოზიციის განცხადებებს რაც შეეხება, იმაზე ვერ ჩამოყალიბდნენ, ვისთან გაერთიანდნენ და ახლა ხმამაღალ განცხადებებს იმიტომ აკეთებენ, რომ ერთმანეთს შეეჯიბრონ. რა სამუშაო გასწიეს რეკომენდაციების შესასრულებლად? სად დაჯდა ჭიჭე ვაშაძე და რომ მისდევს ხოლმე მანჯგალაძე? ფანჩატურიდან ჩემი შალიკო უფრო მონდომებული იყო და შემოგვძახებდა ხოლმე, ვიდრე ეს ხელმოცარულები. მთავარია, რა გაკეთდა და ამას ევროკომისია როგორ შეაფასებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.