ირაკლი ზარქუა - „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა, მოსახლეობის უმრავლესობა ამას არ დაუშვებს
ირაკლი ზარქუა - „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა, მოსახლეობის უმრავლესობა ამას არ დაუშვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ქვეყანაში მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლება კონსტიტუციით გარანტირებულია.

მისივე თქმით, როგორც კი აქცია კანონით დადგენილ კრიტერიუმებს გასცდება, რეაგირება მოხდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა. არა იმიტომ, რომ „ქართული ოცნებაა“ იდეალური, არამედ იმიტომ, რომ ამას მოსახლეობის უმრავლესობა არ დაუშვებს. ფაქტი ჯიუტია, ფაქტი სახეზეა. არსებობს ეუთო/ოდირის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ თვითმმართველობის არჩევნები იყო კარგად ორგანიზებული, კონკურენტული, თავისუფალი და მორჩა. რა თქმა უნდა, ხარვეზები იყო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ზარქუას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„ხდება დრამატიზირება, რომ ადამიანი კვდება, აღარ სუნთქავს და ა.შ. აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი იკვებება. გასაგებია, რომ სრულყოფილი კვება არ არის, მაგრამ იკვებება. სააკაშვილი არის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სერვისები მიეწოდოს, ვინც შიმშილობს, ეს მათი უფლებაა“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.