ირაკლი ზარქუა - „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა ლიდერს მოვუწოდებთ, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩაატარონ, ჩემი ხაბე არ დაიჩაგროს, გაიმარჯვოს სიმართლემ და კომპეტენციამ
ეს ყველაფერი „კომედი შოუს“ სერიალია, ერთმანეთს კომპრომატებს უწერენ, ერთმანეთს უგდებენ, შემდეგ „აბაროტს უღებენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ზარქუას შეფასებით, ეს არის მათი ხელწერა და ამით იყვნენ დაკავებული, როცა ხელისუფლებაში იყვნენ.
„ვაფრთხილებ „ნაციონალურ მოძრაობას“, ჩვენ ვაკვირდებით და თუ იქნება გაყალბება, მოსყიდვა, დაშინება, ხელების გადაგრეხვა, იცოდეთ, არჩევნების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ დავსვამთ და შევშფოთდებით-ავღშფოთდებით. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა ლიდერს მოვუწოდებთ, რომ დაიცვან სამართლიანი არჩევნების უფლება და არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩაატარონ. მე ჩემი არჩევანი მაქვს – ემანდ, ჩემი ხაბე არ დაიჩაგროს, გაიმარჯვოს სიმართლემ, კომპეტენციამ, დნმ-ის კოდმა. უფრო სერიოზულად რომ გიპასუხოთ, ეს ყველაფერი „კომედი შოუს“ სერიალია, ერთმანეთს კომპრომატებს უწერენ, ერთმანეთს უგდებენ, შემდეგ „აბაროტს უღებენ“. ალბათ კიდევ ბევრი აქვთ. ეს არის ამათი ხელწერა, სწორედ ამით იყვნენ დაკავებული, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. მელიას ფლანგმა ხაბეს ფლანგი დაადანაშაულა, რომ კომპრომატი გამოაქვეყნესო, ამათმა – „მტყუვნისო და არიან ასე“, – განაცხადა ზარქუამ.