ირაკლი ზარქუა - მნიშვნელოვანია, ერი და ბერი გაერთიანებული იყოს საქართველოს ინტერესებისთვის, უსამშობლოებმა იგრძნეს, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და ეკლესიას შორის დიდი უფსკრულია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, უსამშობლოებმა იგრძნეს, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და ეკლესიას შორის დიდი უფსკრულია და ეკლესიას უტევენ.
ზარქუას თქმით, კონსტიტუციაში კიდევ ერთხელ აისახება, რომ ეკლესია, მართლმადიდებლობა და სახელმწიფო ერთიანია.
„მნიშვნელოვანია, ერი და ბერი გაერთიანებული იყოს საქართველოს ინტერესებისთვის. ეს „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია და ასე მოვდივართ, რაც ხელისუფლებაში ვართ. უსამშობლოებმა იგრძნეს, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და ეკლესიას შორის დიდი უფსკრულია. ვნახეთ, როგორი შეტევა იყო მართლმადიდებლობასა და ეკლესიაზე, პატრიარქზე, სახელმწიფოებრიობაზე. მათ ჰგონიათ, რომ თუ ერს რელიგიასა და მართლმადიდებლობას გამოაცლიან, შემდეგ მარტივად დაიმორჩილებენ. შესაბამისად, ეკლესიასა და რელიგიას უტევენ. როგორც არასდროს, ერი და ბერი ერთიანი ვართ, რის გამოც კონსტიტუციაში კიდევ ერთხელ აისახება, რომ ეკლესია, მართლმადიდებლობა და სახელმწიფო ერთიანია და ასე იქნება მომავალშიც“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.