ირაკლი ზარქუა - მივმართავ ყველა პატიოსან მოქალაქეს, იცით, რომ დღეს „პრაიდის“ გვერდით, ლგბტ საზოგადოების წევრებთან ერთად გეპატიჟებიან? ამას ეთანხმებით? მაშინ, კი ბატონო, მიბრძანდით
აქცია, რომელიც დააანონსა დღეს ლგბტ და რადიკალურმა ოპოზიციამ, პრინციპში, სიმბოლურია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ მარშთან დაკავშირებით განაცხადა.
ზარქუას განცხადებით, ის პატიოსანი მოქალაქეები, ვინც შეცდომაში არიან შეყვანილი, თუ თანახმა არიან, ლგბტ აქტივისტების პროპაგანდა იყოს დღის წესრიგში, მაშინ შეუძლიათ, დღევანდელ მარშს შეუერთდნენ.
„მგონია, რომ დღეს ვინც ლგბტ პროპაგანდის მომხრეა, ისინი ყველანი „როთები“ არიან, ჰოდა, დღეს შეკრებაა. უბრალოდ, მივმართავ ყველა პატიოსან მოქალაქეს, ვინც შეცდომაშია შეყვანილი – იცით, რომ ამ „პრაიდის“ გვერდით, ანუ მამათმავლების გვერდით, ანუ ლგბტ საზოგადოების წევრებთან ერთად, თქვენც გეპატიჟებიან, რომ საქართველოს განვითარებაზე და ხვალინდელ დღეზე ისაუბროთ – თქვენ ამას ეთანხმებით? თქვენ მომხრე ხართ, რომ აქ ლესბოსელი, გეი აქტივისტები და მათი პროპაგანდა იყოს დღის წესრიგში? მაშინ, კი ბატონო, მიბრძანდით“, – აღნიშნა ზარქუამ.
ირაკლი ზარქუას თქმით, ამ და სხვა მიზეზების გამო, ბევრი ტოვებს ოპოზიციის რიგებს, ვინაიდან, ზარქუას განმარტებით, ადათ-წესებით განთქმული ქართველი „პრაიდთან“ ერთად აქციებს ვერ ჩაატარებს.
ზარქუას განცხადებით, მადლობას უხდის მარშის ორგანიზატორებს, რომ ისინი კიდევ ერთხელ ნათლად უჩვენებენ საზოგადოებას მმართველ პარტიასა და ლგბტ საზოგადოებას შორის განსხვავებას.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ მიზეზის, და არა მხოლოდ ამ მიზეზის გამო, ბევრმა უარი თქვა ამ პარტიის წევრობაზე, იმიტომ, რომ გაიშიფრნენ. როგორ შეიძლება ქართველი კაცი, თავისი სტუმარმასპინძლობით, თავისი ადათ-წესებით განთქმული, ახლა ლგბტ პროპაგანდასთან და მათ „პრაიდთან“ ერთად, აქციას ატარებდეს? ამიტომ ბევრი ტოვებსპარტიებს. რაც შეეხება ორგანიზატორებს, ჩემი აზრით, კარგი ლუსტრაციაა: მათი ადგილი ამათთან ერთად არის და ამის დემონსტრირება ხდება. მინდა, მადლობა ვუთხრა ორგანიზატორებს, რომ გვეხმარებიან, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ საზოგადოებას განსხვავება ჩვენსა და ამ ლგბტ საზოგადოებას შორის. ასე რომ, აბა ჰე, თქვენ იცით, ბიჭებო, კიდევ მიიყვანეთ შეცდომით და აქაც კი შეურაცხყოფა მიაყენეთ ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.