ირაკლი ზარქუა - მივესალმები, რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში და მმართველ პარტიას არ გვექნება მხოლოდ გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჭიდილი
ირაკლი ზარქუა - მივესალმები, რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში და მმართველ პარტიას არ გვექნება მხოლოდ გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჭიდილი

ისეთი საპარლამენტო გარემო გვაქვს, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, პარტია შექმნას. თუ ამას საჭიროდ ჩათვლის და პოლიტიკური საქმიანობა განაგრძოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ყოფილ პრემიერ გიორგი გახარია განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ზარქუა მიესალმება გიორგი გახარიას პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას.

„მივესალმები, რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ქართულ ინტერესებს და მმართველ პარტიას არ გვექნება მხოლოდ გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჭიდილი. ჩემთვის საინტერესო იქნება, თუ შექმნის პარტიას, რადგან ძალიან გამოცდილი პრემიერი იყო, ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და მისი კრიტიკული ხედვა ალბათ საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის და პირადად ჩემთვისაც“, – განაცხადა ზარქუამ.