ირაკლი ზარქუა - მიხაელ როთს არ შევხვდებით, ვიდრე ბოდიშს არ მოუხდის ეკლესიას, ქართველ ხალხს, საზოგადოებას, მას ჩვენთან საერთო არაფერი აქვს
ირაკლი ზარქუა - მიხაელ როთს არ შევხვდებით, ვიდრე ბოდიშს არ მოუხდის ეკლესიას, ქართველ ხალხს, საზოგადოებას, მას ჩვენთან საერთო არაფერი აქვს

მიხაელ როთს არ შევხვდებით, ვიდრე ბოდიშს არ მოუხდის ეკლესიას, ქართველ ხალხს, საზოგადოებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, მას მმართველ გუნდთან საერთო არაფერი აქვს.

„ჩვენთან არ არის ჩამოსული – თავისი ღირებულებებით და ტრადიციებით ალბათ გვარამიასთან, მელიასთან და „ჩახდილებთან“ არის ჩამოსული. ბუნებრივია, ჩვენ მას არ შევხვდებით, ვიდრე ბოდიშს არ მოუხდის ეკლესიას, ქართველ ხალხს, საზოგადოებას. მასთან რა საერთო გვაქვს? ალბათ ამათთან ჩამოვიდა, რადგან მათთან საერთო ღირებულებები აქვს, რაც არის ლგბტ პროპაგანდა. ქართულ ტრადიციებთან როთისნაირ კაცებს თუ პოლიტიკოსებს საერთო არაფერი აქვთ. ასე რომ, მათ ოფისებში იაროს და გაერთობიან, მას ჩვენთან საერთო არაფერი აქვს“.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

მიმდინარე წლის 14 მაისს საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა პრესკონფერენციაზე განაცხადა: „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ“.