ირაკლი ზარქუა - მგონია, რომ გიორგი გახარიას ამომრჩევლების დაკვეთა არ არის მწვალებელთა პარტიასთან რაიმე კოალიციაში ყოფნა
გული მტკივა და მგონია, რომ გიორგი გახარიას ამომრჩევლების დაკვეთა არ არის მწვალებელთა პარტიასთან რაიმე კოალიციაში ყოფნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, დედაქალაქის მერობის არჩევნების დროს, როცა გიორგი გახარიამ კანდიდატურა დააყენა, ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მეორე ტური შემდგარიყო.
„ეს იყო დაკვეთა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირ ინტერესში იყო, რომ მეორე ტური დანიშნულიყო დედაქალაქში და ეს გააკეთა. ამის შემდეგ ვხედავთ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში რაღაც კოალიციური ერთობა, მათ შორის აირჩიეს თავმჯდომარეები ერთად, მათ შორის გარკვეულ პოზიციებზე ირჩევენ ერთმანეთს და ახლა სენაკში საერთოდ დააგვირგვინეს არაუფლებამოსილ საკრებულოს აარჩევინეს ერთმანეთი. ძაან გული მტკივა, მგონია, ეს არ არის, მათშორის მათი ამომრჩევლის დაკვეთა, რომ მწვალებელთა პარტიასთან რამე კოალიციაში იყვნენ და თუ ეს არ იციან, ვურჩევდი მათ, რომ თავიან ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და გაესაუბრონ“, – განაცხადა ზარქუამ.