ირაკლი ზარქუა - მელია იმსახურებს, რასაც უკეთებენ, ღირსია, „ხაბეს“ ჩამოგდებული ერქვას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ნიკა მელია იმსახურებს იმას, რასაც უკეთებენ.
ზარქუას თქმით, მორალში არ ჯდება ნიკა მელიას მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პარტიამ სამეგრელოში გააკეთა.
„ეს კაცი იმსახურებს იმას, რასაც უკეთებენ, რასაც უკეთებს „კეზერა“, ღირსია მელია, რადგან უპრინციპო, უთავმოყვარეო კაცია. „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ როგორ უნდა წახვიდე ზუგდიდელი კაცი, კასრებში რაც ვნახეთ სამეგრელოში, სადაც თვითონ დაიბადა, გაიზარდა, ნარი დაუდგა მისმა ყოფილმა თუ ახლანდელმა პარტიამ და თავმჯდომარეობა როგორ უნდა ეკადრებინა, რა მორალში ჯდება. ამიტომ მელია ღირსია, „ხაბეს“ ჩამოგდებული ერქვას“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.