ირაკლი ზარქუა - ლაშა ბაქრაძე, გარდა იმისა, რომ არაადეკვატური იყო თავისი ფილოსოფიით, ბრიყვიც ყოფილა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, ლაშა ბაქრაძემ გუშინდელი განცხადებით დაამტკიცა, რომ ბრიყვია.
ზარქუამ კომენტარი გააკეთა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „ჩვენ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ და არა, ბოდიში და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“.
„ლაშა ბაქრაძე, გარდა იმისა, რომ არაადეკვატური იყო თავისი ფილოსოფიით, ამავე დროს, ბრიყვი ყოფილა. იმიტომ კი არა, რომ შეურაცხყოფა მიაყენა ვინმეს, ლაშასნაირები ჩვენს გოგო-ბიჭებს შეურაცხოფას ვერ მიაყენებენ. ბრიყვი რატომ არის? როცა ახსენებს სააკაშვილს, „ნაცმოძრაობის“ ქალებს და სიტყვა „ნახმარს“, ბრიყვია, მეტს არაფერს ვიტყვი. მეტ პასუხს არ დავუბრუნებ, რა ბრიყვიცაა, თავად დაამტკიცა. დისკუსიაში არ შემოდიან. რომელიმე თემა მითხარით, როცა დისკუსიაში შემოვიდნენ. ლაშასნაირები უხმარ სახეებს ამოეფარებიან და ზურგიდან გველაპარაკებიან, ამიტომაც არიან პოლიტიკურად ნახმარები პოლიტიკურ სანაგაოზე“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.