ირაკლი ზარქუა - კონსტიტუცია პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა მიუღებელია ოჯახებში მივარდნა, წითელ ხაზს თუ გადაკვეთენ, დარჩებიან ასე ხელმოცარულები, როგორც აქამდე დარბიან
ირაკლი ზარქუა - კონსტიტუცია პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა მიუღებელია ოჯახებში მივარდნა, წითელ ხაზს თუ გადაკვეთენ, დარჩებიან ასე ხელმოცარულები, როგორც აქამდე დარბიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, კანონი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა მიუღებელია ოჯახებში მივარდნა და წითელი ხაზების გადაკვეთა.

ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების აქციას გამოეხმაურა.

„ჩვენი კონსტიტუცია გარკვეულ ჯგუფებს უფლებას აძლევს, პროტესტი გამოხატონ, თუმცა მიუღებელია ოჯახებში მივარდნები, ყვირილი და ეს მარაზმი. ჩვენ ეს ხომ გავიარეთ, ხომ დავგმეთ და ვთქვით, რომ მიუღებელია. კიდევ მეტი უბედურებაა ამაში შვილების ჩართვა. მათ შორის მოსამართლის და პრემიერის შვილებზე იყო საუბარი და ბულინგის მცდელობა. ხელმოცარულები. მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ თავიანთი პროტესტი სხვა ადგილებში გამოხატონ და დაივიწყონ ეს მიდგომა. უკვე მათ მომხრეებში გაჩნდა ნიჰილისტური დამოკიდებულება ამ საქციელის მიმართ, სოციალურ ქსელში ბევრი გაემიჯნა და სწორია. მიუღებელია ოჯახებში მივარდნა, არაფერში წერია. ეს არის ის წითელი ხაზი, რაც არ უნდა გადაკვეთონ და თუ გადაკვეთთ, დარჩებით ასეთი ხელმოცარულები, როგორც აქამდე დარბიხართ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.