ირაკლი ზარქუა - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა პარტიაში არის განფენილი, მათი მიდგომაა სიძულვილის ენა, ჩემი ხაბე დამიჩაგრეს, მაგრამ ვაფრთხილებდი, გამოგიყენებენ და გადაგაგდებენ-მეთქი
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა პარტიაში არის განფენილი, ლუზერები არიან. ჩემი ხაბე დამიჩაგრეს, მაგრამ ვაფრთხილებდი, გამოგიყენებენ და გადაგაგდებენ-მეთქი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, მათი მიდგომა სიძულვილის ენაა.
„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ განფენილია სხვადასხვა პარტიაში. იმდენად ლუზერები არიან, რომ ძმა ძმას არ უჭერს მხარს და სხვა პარტიაში გადაბარგდა – ერთი ძმა აკადემიურია, მეორე – ჩახდილი. ლუზერები არიან. გაგიგიათ, ძმა გყავდეს და სხვა პარტიაში იყოს? გაკოტრებული და ნული არიან. მათი მიდგომაა სიძულვილის ენა და ვაშაძის მანჭვა-გრეხა. ათი ახალგაზრდა ჰყავს – ხუთს ხუთიანის ფორმას აცმევს, მეორე ხუთს გახდის და იძახის, ახალგაზრდებოო, სირცხვილია, კომედიაა. ბოკუ-ჭიჭე ამათი სიმბოლოა. ჩემი ხაბე დამიჩაგრეს, მაგრამ ვაფრთხილებდი, გამოგიყენებენ და გადაგაგდებენ-მეთქი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.