ჩემი ფავორიტი ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდა. ხაბე თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხაბეიშვილი პარტიის სიმბოლოა.
„მთავარ ოპოზიციურ პარტიას ჩემი ხაბე ხელმძღვანელობს, მეტი რა უნდა გითხრათ ამ პარტიაზე, მის სტრატეგიაზე, მათ ტაქტიკაზე, მათ შესაძლებლობებზე. ხაბეა სიმბოლო „ნაცების“. ხაბეს ვთხოვ, პარლამენტიდან გასვლები არ უნდა იყოს. შესაძლებლობა მიეცა და როგორც საკრებულოს ძველმა გვარდიამ, ყველას უნდა ვაჩვენოთ, მუშაობა როგორ უნდა. პარლამენტიდან გაქცევა და გიჟ ჯაფარას აყოლა არ ვარგა, გადავკეტოთ, გადმოვკეთოთო. ეს მცდელობა ბევრჯერ ვნახეთ და ხალხი ვერ აიყოლიეს. ახლა აჩვენოს თავის პარტიას, როგორ უნდა მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.